"წულუკიანმა მორალური ფსკერი ჩაანგრია" - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, დღეს ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის სახე და მემკვიდრე თეა წულუკიანია.
მისივე თქმით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინდელი ქმედებით, ,,მორალური ფსკერი ჩაანგრია".
,,ქართული ოცნების" ქმედებები დღის განმავლობაში, იმაზე მეტყველებდა, რომ მათ ოპოზიცია იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულონ, არამედ ფეხის შესაწმენდად და მეტი არაფრისთვის. წულუკიანმა, შეიძლება ითქვას, მორალური ფსკერი ჩაანგრია კიდევ ერთხელ. დღევანდელი კომენტარები, საერთოდ... საოცარი კომენტარებია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე თანაბარ მდგომარეობაში აყენებს თავის თავს ტელევიზიასთან...", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი