საქართველოში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა - დევიდ კრამერი
ფეთქებადსაშიში სიტუაცია - ასე აფასებს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
"მთავარ არხთან" საუბარში კრამერი ამბობს, რომ თუ ხალხის ქუჩაში გამოსვლას ხელისუფლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება, არ არის გამორიცხული აშშ-მ უკვე სანქციებზე იფიქროს, ივანიშვილის წინააღმდეგ:
"ვშიშობ, რომ სიტუაცია საქართველოში ფეთქებადსაშიშია. ალბათ, ოპოზიცია გაერთიანდება და ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამის შემდეგ, ძალიან მაღელვებს ის თუ, როგორი იქნება ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქცია. სწორედ ამიტომ არის ამ გზაზე სიარული სახიფათო და მედი მაქვს, რომ ამას ყველა ხედავს.
რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, მაგრამ საჭიროა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი. თუ პროტესტის უხეში ძალით დარღვევა მოჰყვება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისგან იქნება რეაქცია და სანქციებიც არ დააყოვნებს.
როგორც აქედან ჩანს, განსაკუთრებით, პრემიერმინისტრ გახარიას გათვალისწინებით, ბატონი ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან და თუ ეს დადასტურდა პირველ რიგში სანქციები, სწორედ მის წინააღმდეგ იქნება",-თქვა კრამერმა.
იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ბოლო 2 დღეში განვითარდა, აქტიურად ეხმაურება დასავლეთი. შეფასებები გააკეთეს დიპლომატებმა, ევროპარლამენტარებმა და ელჩებმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან