ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს - ხატია დეკანოიძე
ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთ არის „უდიდესი მორალური უპირატესობა“.
„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა, რომელიც არის ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ“, - აცხადებს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას.
„ძალიან მარტივია პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და კატეგორიულად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. ჩვენთან, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან, არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის, ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ გვსურს განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი “,- აცხადებს დეკანოიძე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან