"არასოდეს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად" - კალაძის განცხადება გადადგომის შესახებ
მე არასდროს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად ან ჩუმად, ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტოვებს თუ არა ის მერის თანამდებობას.
მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და სიცრუე მიზანმიმართულად ვრცელდება.
„ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ, მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისელების წინაშე, ბევრ პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში.
"მომდევნო დღეებში, მომდევნო თვეებში, როდესაც ამის დრო მოვა გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. მე არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი ცხადი იქნება, როდესაც ამის დრო მოვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული გეცნობებათ" - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი