"რატომ აწვალებს ევროკავშირს გადაიხადოს გირაო თვითონ" - პაპუაშვილი მელიაზე
"რატომ აწვალებს ევროკავშირს გადაიხადოს გირაო თვითონ", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ ამნისტიის კანონპროექტს უკან გაიწვევენ, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე დათანხმდება.
პაპუაშვილი ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადება შეთანხმების ჩაშლის მცდელობა იყო.
"ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" გასული არიან ყოველგვარი რაციონალური დამოკიდებულებისგან. მათ ჩაეშალათ მთელი მცდელობა დესტრუქციის, ცდილობენ შეთანხმება ჩაშალონ, ამის ნაწილია მელიას განცხადება. რა დამოკიდებულებაა, თუკი გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად," -თქვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი