"ვაპირებთ "პარლამენტ TV- ის" გაკეთებას" - იაგო ხვიჩია
"გირჩი" საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში "პარლამენტ TV-ის" მოწყობას გეგმავს.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დეპუტატები სტუდიაში იმ საკითხებზე იმსჯელებენ, რომელიც აწუხებთ.
"პარლამენტ ტვ-ის ვაპირებთ. გვინდა, ყველა დეპუტატთან ვიმეგობროთ. ჩვენთან დამეგობრებული დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში კანონპროექტებს შემოიტანენ, რომელიც მათ აწუხებთ, მათთან ერთად ამ სტუდიაშიც ვისაუბრებთ. თავისი შინაარსით ყველა საკითხი ვერ იქნება იმ ფორმატში სიღრმისეულად განხილული, რა ფორმატსაც პარლამენტი გვთავაზობს. ამ შემთხვევაში დაჯდება ორი ადამიანი ერთი საათის განმავლობაში და სრულად ამოწურავენ იმ საკითხს, რა საკითხზეც საუბრობენ. თუ ჩვენ ამას ყოველდღიურად გავაკეთებთ და ასე დაველაპარაკებით ადამიანებს, წარმოიდგინეთ, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს შემოიტანს, რაღაცნაირად პასუხისმგებელი იქნება იმ შინაარსზე, რომელსაც ის საზოგადოებასთან ახსნის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა დაპირისპირება და ჩხუბი ვიღაცასთან ჯიბრის მიზნით, ჩვენ გვინდა, რომ კონკრეტულ მიზნებს მივაღწიოთ, რომელიც გვაქვს, ამისთვის ნებისმიერ გზას გამოვიყენებთ. ვეცდებით დავარწმუნოთ ადამიანები ჩვენთან მოვიდნენ, სხვადასხვა გზით წარმოვადგენინოთ, რომ ეს არის გასაკეთებელი. ჩვენი "პარლამენტ ტვ" ამაში დაგვეხმარება“,- განაცხადა ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე