"ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები" - ელისაშვილი
პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა მერობის კანდიდატი იყოს.
„თუ მერობის კანდიდატს გადავწყვეტთ, დისკუსია გვაქვს და შეიძლება ვიყო მერობის კანდიდატი, შეიძლება არა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ, ყველამ ნახა, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ. ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები. პოლიტიკური მომავლისთვის, ქვეყნისთვის და საქმისთვის როგორც იქნება უკეთესი, ისე ვიზამთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის