"კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია" - ხვიჩია
საგამოძიებო კომისია შექმნისთანავე უშინაარსო იყო.
ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ კომისია და გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, კომისია უკვე ორი თვეა არსებობს და მას ამ დროის განმავლობაში შინაარსი არც ერთ მომენტში არ ჰქონია.
"ჩემი აზრით, არც მაშინ გააჩნდა, ამ საგამოძიებო კომისიას შინაარსი, როცა ის შექმნეს. მთელ ამ პროცესში, ორი თვეა ეს კომისია არსებობს, ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა ამ კომისიას შინაარსი ჰქონდა. შესაბამისად, უშინაარსო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მინდა. ჩემს კოლეგებსაც ვურჩევდი დროზე მიხურონ კომისია და გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა. ჩემი პოზიცია სულ ემთხვეოდა, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ფასილიტატორების და მედიატორების პოზიციას. ფაქტობრივად დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენ სხვანაირი რამე გვეთქვას და ისინი წინააღმდეგობაში ყოფილიყვნენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა