"არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები" - ხათუნა სამნიძე
არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები ან თანამდებობის პირები და ყველა ამ პოზიციაზე ვიქნებით. არ მოხდება იმათი ამნისტირება, ვინც უკანონო ბრძანება გასცა. ორი კანონპროექტი არის ბუნებრივია შეთავაზებული, რაც არ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. საზოგადოება ნახავს, რაზე იღებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური ძალა“,- განაცხადა სამნიძემ.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. დეპუტატებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობს. კომიტეტზე იგეგმება ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვაც, რომელსაც შალვა შავგულიძე წარადგენს.
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი