ძალიან სახიფათო გამოსვლა ჰქონდა ყოფილ პრემიერს - თინა ხიდაშელი
"ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ-პრემიერს!", - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად დაყოფას ამ ქვეყანაში არავის გაუბედავს.
"ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა, და სინამდვილეში სწორედ დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაბრძოლების უსუსური მცდელობა ყოფილი, თუ სულით და გულით პოლიციელად დარჩენილი კაცისგან.
— დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი!
— დემოკრატია ძლიერ, ნდობითაღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება!
— ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგულიინსტიტუტების შედეგია!
— შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების!
კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა. 2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით!", - თქვა თინა ხიდაშელმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა