რატომ გადადგა გიორგი გახარია თანამდებობიდან
"მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წარდგენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, რვაწლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას.
"საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვართ დღეს აქ, რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა