„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.
ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო და დამტკიცდა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლიათ.
როგორც მელიამ განაცხადა, ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარი გახდება.
მისივე თქმით, ქვეყნის ყველა მეგობარი და პარტნიორი დგას ქართველ ხალხთან ერთად, რათა „მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქს გამოსტაცონ“ და „ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში.“
მისი თქმით, მოცემულ მომენტში მიიღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთი კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს.
„ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა“, - განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, უკან დასახევი გზა არ არსებობს. რჩება ორი არჩევანი: საქართველო იმარჯვებს ან იცლება. მელიას თქმით, საქართველო გაიმარჯვებს.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის