ვის მოუხდიდა ბოდიშს - რა უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას
პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის მზად არ არის.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვის და რის გამო მოუხდიდა ბოდიშს ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, გახარიამ უპასუხა, რომ ცოტა მეტი დრო რომ ჰქონდეს, შესაძლოა, ბოდიშის მიზეზიც იპოვოს.
"ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ბოდიშს იხდის. მაშინ ეს ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობით. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას მზად არ ვარ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვნიდი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან