"ჩემ მიმართ გახარიას შეფასება ბევრმა გაიკვირვა" - კალაძე
ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ ოპონენტების მხრიდან თავდასხმებს და ეს მიღებული პრაქტიკა გახდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა მოვიდნენ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია შეძლონ.
"კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც უნდა კარგი გააკეთოს, საქართველოში მიღებულია, რომ მას აუცილებლად თავს დაესხან, გალანძღონ, ტყუილები მოუგონონ. ასე არ შეიძლება. თუნდაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა. გამოდის, რადგან ოპონენტია მას აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. მე გამიხარდება რაც მეტი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში და შევძლებთ ჯანსაღ დებატებს, არა ისეთს, როგორიც დღეს არის. ამას ხომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. შესაბამისად, ყველას უჩნდება განცდა, რომ პოლიტიკა ბინძურია და აქ სუფთა ადამიანები არ მოდიან. ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ", - განაცხადა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა