სადაა "ქამრების შემოჭერა" - 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა - რომან გოცირიძე
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას პანდემიის პერიოდში ფინანსების არასწორად განკარგვაში ადანაშაულებს.
გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნასესხები ფული საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო.
"როგორ შეიძლება ეკონომიკურ აღდგენაზე ვისაუბროთ, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 1.5 %-ს აქვს ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული და რეალურად არც დაწყებულა ვაქცინაცია, ეს არის იმიტაცია, საცდელი პროცესი. ჩავარდნა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური დახმარების კუთხით და ახლაც მიდის სამინისტროებში კაბინეტების მოწყობა. 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა.
სად არის ქამრების შემოჭერა, რისთვის დაზოგეს ფული? საკუთარი პარტიული აქტივი დაასაქმეს და მერე, როდესაც ცნობები საჭირო აღარ იყო და წესი შეცვალეს, მომენტალურად გაიზარდა ათასობით ადამიანი. საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგეს ნასესხები ფული,"- განაცხადა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა