"ოცნების" მთელი გუნდი უკვე შერყეულია - თაკო ჩარკვიანი
„ოცნების“ მთელი გუნდი უკვე შერყეულია და ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად მაინც მივიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო რეფორმა", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მრავალპარტიული გახადეს პარლამენტი და ბოიკოტს აზრი დაუკარგეს.
„ოცნება“ აცხადებს, რომ მათ გადალახეს კრიზისი; კრიზისი ხელისუფლებისთვის განიმუხტა იმით, რომ მრავალპარტიული გახდა პარლამენტი. ქვეყანაში კრიზისი ვერ განმუხტეს.
კანონპროექტების წარდგენა-მიღებით „ოცნება“ ოპოზიციას ყოველთვის კენჭისყრით გვაჯობებს, მაგრამ გვაქვს ერთადერთი ბერკეტი და ეს არის საპარლამენტო კომისიები“ - აცხადებს ჩარკვიანი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა