"ძალიან ვწუხვარ ამის გამო... ეს იყო არასწორი" - ირაკლი კობახიძე
ვწუხვარ ძალიან ამის გამო. ეს იყო არასწორი, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას იმ დროს, როცა სტადიონზე მისვლა გულშემატკივრებისთვის დაშვებული არ იყო.
"მემგონი კახი კალაძეს ყველანაირად ეკუთვნოდა იქ ყოფნა, რაც შეეხება ჩემ იქ ყოფნას, ვწუხვარ ძალიან ამის გამო. ეს იყო არასწორი, მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა და ამის გამო მწუხარება თავის დროზეც გამოვთქვი და ბოდიშიც მოვიხადე. ეს რა თქმა უნდა იყო არასწორი", - განაცხადა კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა