"ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არის პელეც და გროსმეისტერიც" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ მოჭადრაკეს უწოდებს.
"რეაქციის" ავტორისა და წამყვანის კითხვაზე, აღმერთებს თუ არა ივანიშვილს, კობახიძემ თქვა, რომ "ღმერთი ერთია", თუმცა ივანიშვილს ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.
"ბიძინა ივანიშვილი იყო მოჭადრაკე ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან მას 7-8 სვლის გათვლა შეეძლო წინასწარ და თუ ავიღებთ ფეხბურთის ან ჭადრაკის სტანდარტებს პოლიტიკაში, ივანიშვილი არის პელეც და გროსმეისტერიც"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ tv პირველის ეთერში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა