ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „თბილისი პრაიდის“ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
"მოგეხსენებათ, რომ ჩენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ. ამისთვის ჩვენ მოგეხსენებათ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი.
ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თანაცხოვრების მაგალითი გვაქვს და არასოდეს ჩვენ ერთში რელიგიური თუ სხვა ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ პრობლემა.
შესაბამისად, იმ ადამიანების უფლებაა დღეს ამ მარშების ჩატარება, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და სახელმწიფომ ამისთის ყველაფერი უზრუნველყო და მათ ჰქონდათ გუშინ, გუშინწინ ღონისძიებები, მაგრამ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიაზნშეუწონლად.
დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს არის მიუღებელი და მე მიმაჩნია, რომ დღვანდელი აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ რისკებს, ამიტომ მათ შესთავაზეს, ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი ეს რეკომენდაცია, კერძოდ პოლიციის მიერ მოწოდებული რისკების შეფასება და აირჩიონ სხვა ლოკაცია.
ვფიქრობ, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები ხელს უწყობს ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ამ ადამიანების დისკრიმინაცია. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას არავისთან არ აქვს პრობლემა, არც - ამ ადამიანებთან. ყოველდღე, ეს ადამიანები, უმცირესობების წარმომადგენლები, მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებასა და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული დისკრიმინაციის არცერთი ფაქტი არ არსებობს და თუ ოდესმე ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა, რა თქმა უნდა, ამის განზოგადება არ შეიძლება. დღეს, ამ აქციის მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი აქციაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ესეც მათი კონსტიტუციური უფლებაა და ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი