ლგბტქ+ მემორანდუმს არ შევუერთდებით იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა - გიორგი გახარია
„მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ FirstNews.ge-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან და საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიურ საკითხს პოლიტიკოსები პიარისთვის არ უნდა იყენებდნენ.
"საქმე უნდა აკეთოს ყველამ - სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა