სალომე ზურაბიშვილი ლექსო ლაშქარავას სამძიმარზე პირადად მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლექსო ლაშქარავას სახლში პირადად მივიდა. მან ოჯახისა და ახლობლების მიმართ სამძიმარი გამოთქვა.
"ძალიან მძიმე წუთები არის. მე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, დედისთვის, რომელიც ამ დღეში არის. მე საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან