მათ უნდათ დადუმდეს მედია, რომ ხელისუფლების მეოთხე შტოც იყოს მითვისებული - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიის მიმდინარე პროტესტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განმარტავს.
მისი თქმით, ქვეყანაში ავტორიტარიზმი ძლიერდება და მას სურს ხელისუფლების მეოთხე შტოც მიითვისოს.
"თქვენ იცავთ სიცოცხლის უფლებას, თქვენ იცავთ თავისუფალ სიტყვას. იმ უფლებებს, რაც თქვენთვის გარანტირებულია კონსტიტუციით, მაგრამ ეს უფლებები თქვენ შეგეზღუდათ. შეგეზღუდათ იმიტომ, რომ თქვენ დღეს წარმოადგენთ ბოლო ბასტიონს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების. ხელისუფლებაში არსებობს ხელისუფლების ოთხი შტო. სამი შტო უკვე ჩამოშლილია და ბოლო შტო, რომელიც ამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემას ჯერ კიდევ აარსებებს და რაღაცა ფორმას აძლევს, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პროცესს, ხართ თქვენ, მედია. შესაბამისად, თქვენს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი პოლიტიკა არის ძალიან მიზანმიმართული რომ გაჩერდეს, დადუმდეს მედია, იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი, რომელმაც ხელისუფლების სამივე შტო მიითვისა, ბოლომდე გაღრმავდეს და მეოთხე შტოც ხელისუფლებისა იყოს მითვისებული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სიახლეები
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ,,სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს"- ლევან ზალკალიანი
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი