ჩვენი პარტია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას არ ითხოვს - იაგო ხვიჩია
დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი პარტია პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას არ ითხოვს.
მისი განცხადებით პარტიის პოზიციაა, დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა და მათი ბრალეულობის ხარისხი და ამის შემდეგ დადგეს დღის წესრიგში მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
“ჩვენ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას და მეორე – დღეს აპრიორი ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის ან ვინმეს გადადგომას, მაშინ როცა წინ ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას.
ჩემი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა, ასევე არა დამნაშავის დასჯა და მისგან პასუხისმგებლობის აღება, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა და ამას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ის, რომ გადადგომაა მოთხოვნილი. თუ დამნაშავეა ხალხი და მათ ვუყურებთ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს, მაშინ გადადგომა რატომ არის საკმარისი, მაშინ ხომ სხვა რამ უნდა მოვითხოვოთ? აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ გვინდა გავარკვიოთ ჯერ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი, ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ,,სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს"- ლევან ზალკალიანი
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი