48%-ის აღება საკმაოდ რეალურია - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 48%-ის აღებას გეგმავს.
ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიაში მოელიან, რომ წინა არჩევნების შედეგებს გაიმეორებენ.
"მე მგონია, რომ ჩვენთვის ამოცანა არ უნდა იყოს 43%. ჩვენ ვთქვით დღეს, რომ ჩვენი ამოცანაა იმავე შედეგის გამეორება, რაც გვქონდა, ანუ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღება. მე ვფიქრობ, რომ 48% -ის აღება საკმაოდ რეალურია",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში