არ მეშვება ეს ადამიანი - ნიკა მელია
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადებით განაწყენდა და თქვა, რომ გახარიას ურჩევნია კენჭების სროლის ნაცვლად კენჭი იყაროს.
"არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს მე და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის მე წარმოვადგენ სამიზნეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
გიორგი გახარიამ დღეს ნიკა მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენა "ქართული ოცნების" "უსუსურობას" დააბრალა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში