სადამდეც შეიძლებოდა, საქმეს ვაკეთებდი, შემდეგ უკვე გართულდა - გიორგი გახარია
გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" ახალი ოფისები აჭარაში - ხულოსა და შუახევში გახსნა.
მან მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და თქვა, რომ მისი პრიორიტეტი სოფლის, ფერმერისა და მეწარმის გაძლიერება იქნება.
„თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ და შეიძლება, მკითხოთ - იქ არ იყავი და გაგეკეთებინაო... იქ რომ ვიყავი, სადამდეც შესაძლებლობა იყო საქმის კეთების - ამას ვაკეთებდი. შემდგომ უკვე გართულდა ეს ყველაფერი.
არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე გლეხკაცს მიეხმარო, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული თქვენთაგანი, ვისაც შრომა არ ეზარება, გახდეს ძლიერი ფერმერი, ძლიერი მეწარმე, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახს ემსახუროს და ოჯახი არჩინოს ღირსეულად, მერე თავის მუნიციპალიტეტს, ქალაქს, სოფელს და მერე - ქვეყანას!“ - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში