ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ის თბილისში უკრაინიდან ჩამოფრინდა. კრამონმა აეროპორტში კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ევროპარლამენტარის თბილისში ვიზიტი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ჩამოსვლამდე ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა:
„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, - წერს ვილა ფონ კრამონი.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა