ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა - გიორგი გახარია
"ქართული ოცნების" მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას შიშის გამოხატულებად მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, არც მოქალაქეებს ინტერესებს.
"პერსონალურად ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებებში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს ყველაზე ცუდია", - ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 28 ივლისს ბრიფინგი ჩაატარა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი