ეს არის ნ.გ-ს ფანტაზიის ნაყოფი - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს 1 აგვისტოს "მთავარი არხის" დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა.
კობახიძემ აღნიშნულ ინფორმაციას ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარსულის გახსენება გადაწყვიტა.
"ნ.გ.-ს [ნიკა გვარამია] ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომლებიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როდესაც ისინი უსმენდნენ ტოტალურად ჩვენს საზოგადოებას, ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა. მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის ბუნებრივია ქართულ საზოგადოებაში" - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში