ჯერ ისევ უძლურება დომინირებს ჩემში - თინა ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა 13 წლის წინ, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, თუმცა მწუხარება გამოთქვა იმიტომ, რომ ძმათა სასაფლაოზე მისვლა ვერ შეძლო.
"პირველი შემთხვევაა რომ ძმათა სასაფლაოზე პატივს ვერ მივაგებ გმირებს. სამწუხაროდ ჯერ ისევ უძლურება დომინირებს ჩემში, მაგრამ ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა.
იქნებ მოვახერხოთ ერთი დღე მაინც ვიყოთ ერთიანი - ომის შეფასებაში, მტრის დაგმობაში, მოყვარისადმი მადლიერებაში", - ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის