ეს არ არის ჩემი საქმე, ეს ჭორაობაა - გიორგი გახარია
"მე არ ვაფასებ დღევანდელ მთავრობაში და მთავრობის კაბინეტის წევრებს შორის ურთიერთობებს, ეს არ არის ჩემი საქმე - ეს ჭორაობაა", - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერის უთანხმოებაზე, გაურთულებს თუ არა ეს სახელმწიფოს ეპიდემიის მართვას კიდევ მეტად.
გიორგი გახარიამ მედიასთან ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაცვაა, რადგან თუ ეპიდვითარება მძიმდება და მასობრივად აზიანებს ადამიანებს - ეკონომიკას ესეც მძიმე დარტყმას აყენებს.
"ერთადერთი აქ რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ პროფესიონალებს უნდა ვუსმინოთ. როდესაც ვსაუბრობთ ბალანსზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის - ყოველთვის უნდა გვესმოდეს - ეკონომიკა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი - იმიტომ რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე თუ გაგვექცა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის პროცესი თუ გაგვექცა - ეს მაინც დაარტყამს ეკონომიკას. პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში - ხანდაზმულების და ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე", - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი