მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და მთავრობამ მაშინ უარი თქვა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვლილთა დღევანდელ მონაცემებს ეხმაურებს და ამბობს, რომ პანდემია პოლიტიკურად მართულია და ივანიშვილი მას წინასაარჩევნოდ გამოიყენებს.
"დილამშვიდობისა, თუმცა ამ დილას მშვიდობის არაფერი ჭირს. დღეს საქართველოში დაფიქსირდა უკვე 80-მდე ადამიანის სიკვდილი კოვიდისგან. და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ წამოაყრანტალა ერთ-ერთმა მუშკეტერმა, რომ არანაირი ნახტომი არ არისო, ისინი ცრუობენ.
მე ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს თბილისში, უახლოეს დღეებში გარდაცვლილთა რაოდენობა გადაცდება 100-ს რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინკუბაციაზე და სამწუხაროდ ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს.
აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ სხვა ქვეყნებშიც იყო და ჩვენთანაც, საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით.
თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ მერე ხალხმა ისწავლა მსოფლიოში ამ ეპიდემიის მართვა და შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ.
საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა, შემდეგ ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა, ივანიშვილის განკარგულებით. მე ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, იმიტომ რომ მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მაშინ მთავრობამ უარი. რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა მას შემდეგ და სანამ ძალით არ შეტენა ამერიკის მთავრობამ არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში დაწეროს ნებისმიერი ციფრი. ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ის უბრალოდ დახოცოს. ეს არის გენოციდი და არანაირი სიკეკლუცე და ყელყელაობა არ არის საჭირო, უნდა ითქვას, რაზე არის აქ საუბარი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვისას.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი