ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი - ღარიბაშვილი
ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ მათ (ევროპარლამენტარებს) აინტერესებთ რეალურად ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები: ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამ სესხმა, (75 მილიონი ევრო) ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა. და სპეკულირების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში