ბიძინა ივანიშვილი აღარ აფინანსებს "ქართულ ოცნებას" - ირაკლი ღარიბაშვილი
ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი მოსახლეობასთან არ შეიძლება.
"თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი. განზოგადებული საუბარი, რომ "ქართუ ბანკიდან" აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები.
სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც წყვეტს "ქართული ოცნებისთვის".
ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან