"ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა" - ირაკლი ღარიბაშვილი
ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერი არაა. ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
"ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა.
დღეს, ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია, ვთქვით რომ ლოკალური, ცალკეული შეზღუდვები იქნება და არის კიდეც, მთელმა მსოფლიომ იგივე გზა გაიარა,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ისევ დედაქალაქი ლიდერობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან