"ზუსტად 21 დღეში ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთების შემსრულებელი"
ზუსტად 21 დღეში, 2 ოქტომბერს, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე და თქვენ, ჩემი ქუთაისელები, ამ ხელისუფლებას უარს ეტყვით, რათა საქართველო არ დატოვოთ წარსულში და არ იყოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, - ამის შესახებ ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეწყდეს „სიკვდილის ქრონიკა“, რითაც მან კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას გაუსვა ხაზი.
„ყველა ვხედავთ, რომ უმძიმესი მემკვიდრეობის მქონე ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრობენ. თანამოქალაქეებო, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ მომავალი, რათა საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. ზუსტად 21 დღეში ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთების შემსრულებელი და იქნება ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას თქვენთვის იტყვის. ზუსტად 21 დღეში ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის მომავალი ან ქვეყნის წარსული”, - განაცხადა დეკანოიძემ.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგად, ოპოზიცია იმ ადამიანების დამარცხებას აპირებს, რომლებიც არა მათ, “არამედ ქვეყნის მტრებად გადაიქცნენ”.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა