ქუთაისის მერიასთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
დღეს ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. "ქართული ოცნების" ლიდერების გამოჩენა ოპოზიციის წევრებმა გააპროტესტეს.
ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ქუთაისში ჩამოსვლის უფლება არ აქვთ.
“ნაძირალა ხარ შენ… თქვენ ახლა გამოძიებასთან უნდა იყოთ. უსინდისო, ნამუს გარეცხილი კობახიძე... როგორ დადიხართ საერთოდ... კობახიძე და მდინარაძე როგორ უნდა იყოს ქუთასში?!
მალე მოვა თქვენი დროც,” – ასე,მიმართავდა ოპოზიციის წარმომადგენელი ნიკა ნარსია მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს.
ნიკა ნარსიას თქმით, ქალაქი გადათხრილია, ყველა პროექტი გაჩერებულია და ეს "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან