"მე იგივე ვარ, მარად და მარად" - ნათელაშვილი სააკაშვილს პასუხობს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს პულსი აღარ ესინჯებათ.
"მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება,რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორ--პროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე-ქართველ ხალხთან.
პარტიებს პულსი,რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ ეს რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა ევროპაში, როგორც პოლიტ-დევნილებს საიდანაც ენამზე, მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან.
P.S სხვათა შორის 2012 წელს ივანიშვილის ხავერდოვანი მოსვლა გამოიწვია სწორად მაშინდელი პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ოლიგარქის შეკვეთითაც დაასუსტა და გააბანძა.
თუ ექსპრეზიდენტს დღესაც უხარია უპულსო, არა მრავალპარტიული გარემო, ეს ნიშნავს, რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა,რაც ძნელი დასაჯერებელია", - წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა