ამ გვერდის ამობედვა

"კობახიძის თავმოყვარეობის აღსადგენად კრიმინალური მენტალიტეტის ახალგაზრდებს იყენებენ"- ბოკერია

"მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა",  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის რეაქცია, რაც მათ გუშინდელ ინციდენტზე ჰქონდათ, შემაშფოთებელია.

 

"მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა, თუმცა შეშფოთებული უნდა ვიყოთ იმ რეაქციაზე, რაც მმართველ გუნდს ამ ინციდენტზე ჰქონდა. ეს კიდევ ერთი შტრიხია და მძიმე მდგომარეობის დიაგნოზი კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომ მათი ყოჩი ცუდად გამოიყურებოდა, ქუჩურად და ამის შურისძიებას გეგმავდნენ, რომ კობახიძის შელახული თავმოყვარეობა აღადგინონ. ამისთვის იყენებენ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდებს, რომელიც მათი საარჩევნო და ხელისუფლების ნაწილი არის. მათ აქვთ გარანტიები პოლიციისგან. ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელსაც პოლიცია მფარველობს. დამატებითი ამბავია, სადამდე მივიდა ეს ქვეყანა. პოლიცია არც ზომებს იღებს და არც გარანტიას იძლევა, რომ არაფერი მოხდება. წარმოიდგინეთ ეს, რომ მომხდარიყო იქ, სადაც ვინმე თანამდებობის პირი ყოფილიყო, იქ ხომ მიიღებდნენ ზომებს? აქ ღიად გვეუბნებიან, რომ კრიმინალური, ძალადობრივი მეთოდებით, ხელისუფლების მფარველობის ქვეშ არის მათი ინსტრუმენტი და ასეთი ოპერაციების დროს ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყნის ინტერესი", - განაცხადა ბოკერიამ.

წაკითხვა 283 ჯერ