"ოცნების" ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებს - ნათია მეზვრიშვილი
პარტიის "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად ვერ ატარებს, რადგან მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.
მეზვრიშვილი გამოხმაურა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს ცაგერში მანქანა დაუცხრილეს.
"პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ - გომელაურს და გენერალურ პროკურორ - შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ - თვეებია თითქოს ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ. არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც სხვათა შორის განცხადება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შევიტანე, რომლებიც დღემდე სათანადო რეაგირებას არ ახდენენ აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დრო განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ბედავენ ეს ადამიანები და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, ოცნების ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე, მიგვიყვანა ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე და არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- “რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა” - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა
- “ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის; მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე” – პაპუაშვილი
- ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კომისიაზე არმისვლის გამო
- “ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს” - დიმიტრი ხუნდაძე
- ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა