მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში - ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“.
„რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან