ვლადიმერ ზელენსკი შეშფოთებულია - პრესსპიკერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი თვალს ადევნებს საქართველოში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას - ამის შესახებ facebook გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი წერს.
„ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციებს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ინფორმაციითა და განცხადებათა იმ ტონით, რაც საქართველოში კეთდება ვითარების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“, - წერს ის.
მისივე ინფორმაციით ქმით, უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით.
ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინონ“, - აღნიშნა ზელენსკის პრესმდივანმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ელჩი უკრაინაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ინფორმაციის მიღების მიზნით.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა.
მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.
"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან