სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს პასუხისგება - კახა კალაძე
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და დაკავებაზეც გააკეთა კომენტარი. კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილს მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე რაც ჩაიდინა.
"სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს, ეს არის უშიშროების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ თანამშრომელს, მართლაც უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში