"ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია - მიხეილ სააკაშვილი
არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, - ამის შესახებ მსჯავრდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.
როგორც წერილშია ნათქვამი, „ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო რეფერენდუმზე „ძალიან მაგარი შედეგი აქვს".
„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა". ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა