მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობის წერილით მიმართავს.
„ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს.
მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“.
სიახლეები
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
- " ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას, ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს" - დონალდ ტრამპი
- პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე წარედგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის