იოსებ ხახალეიშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა პედაგოგებს
პარტია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა პედაგოგებს.
"მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. მას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ.
გვჯერა, რომ სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ პრობლემები და ვეცადოთ, მომავალი უკეთესი გვქონდეს. ჩვენ ამას შევძლებთ,“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა