"უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით" - გია ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
"თუ ექიმმა გიგი უგულავას რეკომენდაცია მისცა, მისი რენომესთვის სჯობდა, არ მიეცა, რადგან ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით. სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა რეგულაციები, არ ვიცი", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში