ამ გვერდის ამობედვა

"გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ" - სერგეენკო

გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

 

"კარგად მახსოვს 2012 წელი, რადგან მე თვითონაც ვმონაწილეობდი ამ აქციებში. არ მინდა ეს დაკნინებაში ჩამომერთვას, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. მე არც ერთ ადამიანზე, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილზე და არც ერთ პატიმარზე არ მომიბრუნდება ენა, ცუდი და იქედნური ვთქვა, მაგრამ ეს არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა - არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ანალოგიური მომხდარა და ახლაც ყოფილი პრეზიდენტები იხდიან სასჯელს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახველი იყოს. შესანიშნავი არ არის, რა თქმა უნდა, სჯობდა არ მომხდარიყო ეს დანაშაული, რის გამოც ეს ადამიანი სასჯელს იხდის," - განაცხადა სერგეენკომ.

წაკითხვა 319 ჯერ

სიახლეები