"სააკაშვილი საპატიმროში, საუკეთესო ამბავია "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლისთვის"
პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მეორე ტურების მოსაგებად მისი საქართველოში ყოფნა სხვა პარტიების ამომრჩევლებისთვის დამაბნეველი და შესაძლო სტიმულის დამკარგველი იყოს.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა მესამე პარტიების პერსპექტივას ამცირებს.
"სააკაშვილი საპატიმროში არის საუკეთესო ამბავი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის თუ ის საკმარისია მეორე ტურების მოსაგებად.
სამწუხაროდ, მე განცდა მაქვს, რომ არ არის ეს საკმარისი მეორე ტურების მოსაგებად. ნაცმოძრაობას სჭირდება სხვა ამომრჩეველი, სხვა პარტიების ამომრჩეველი იმსტვის, რომ მეორე ტურებში დღევანდელი ერთპარტიული რეალობისგან განსხვავებული სურათი დადგეს.
სამწუხაროდ, ამ პერსპექტივას ამცირებს სააკაშვილი საქართველოში იმის მიუხედავად ის საპატიმროშია თუ გარეთ იქნებოდა.
თავისთავად, სააკაშილის ჩამოსვლის ფაქტორმა, იმის დანახვის, გახსენების, წარსულის, ამ ყველაფერთან ხელის შეხების ემოციამ შეამცირა მოტივაცია სხვა ამომრჩევლისთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან