"სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად"
ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს „სადისტების“ მმართველობის პერიოდად აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობასაც კარგად ახსოვს, რა ვითარებაში უწევდათ ცხოვრება.
„კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს და ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ, ვერცერთ მუნიციპალიტეტში. ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ხალხი ბრძენი ხალხია, ჩვენი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს არცერთ დამკვირვებელს და არცერთი კითხვა არ დაისვას ზოგადად, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
- " ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას, ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს" - დონალდ ტრამპი
- პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე წარედგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის